saqarTvelos vulkanebi - tyarSetis vulkani
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | მყინვარწვერის მასივი |
კოორდინატები | 42°37`00` ჩ. გ. 44°45`00` ა. გ. |
სიმაღლე | 3360 მ |
ვულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. აღმართულია მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე. სიმაღლე 3360 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. ტყარშეტიდან ეშვება ლავური ნაკადი მდინარე თერგის კალაპოტში. ტყარშეტის კალთები შემოსილია ალპური ბალახეულით.
ისტორია
პირველად მოიხსენიება XV საუკუნის ისტორიულ საბუთში, შემდეგ - XVIII საუკუნე წყაროებშიც. 1991 წელს სოფლის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეული სამარხეული კერამიკა - თიხის მოზრდილი დერგი და მინიატურული სასმისი. მოპოვებულმა მასალამ ცხადყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურის ავრცელების სხვადასხვა გზას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდინარე თერგის ხეობაც იყო. მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.